გუშინ თურქეთიდან სირიაში სულ მცირე 500 შეიარაღებული ისლამისტი გადავიდა. ისინი პროვინცია ალეპოში მდებარე ქალაქ აზაზისკენ მიემართებოდნენ. როგორც "დოიჩე ველე" წერს , ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭომ განაცხადა.
საბჭოს ცნობით, ბოლო დღეებში თურქეთ-სირიის საზღვარი შეიარაღებული ისლამისტების უკვე მეორე ჯგუფმა გადაკვეთა. 14 თებერვალს მსუბუქი და მძიმე შეიარაღებით თურქეთიდან დაახლოებით 350 მებრძოლი გადავიდა.
სააგენტო AFP წერს, რომ მებრძოლთა უმთავრესი ამოცანა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ აზაზის დაცვაა. ქალაქი ამჟამად ალყაშია მოქცეული, მას ქურთული ძალები და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერთდროულად უტევენ.