შვედეთში, თურქულ კულტურულ ცენტრში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
აფეთქების შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
"შიგნით არავინ იყო და არავინ დაშავებულა, რადგან ცენტრი საღამოს საათებში დაიკეტა", - განაცხადეს შვედეთის პოლიციაში.
აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.