პირველად ბოლო 80 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი ვიზიტით კუბას ეწვევა. როგორც ამერიკული ტელეკომპანია ABC იტყობინება, თეთრი სახლი ამჟამად ობამას ვიზიტის დეტალებზე მუშაობს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბარაქ ობამა კუბას სავარაუდოდ 21-22 მარტს ეწვევა.
ერთაერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც კუბაზე ჩავიდა, კალვინ კულიჯი იყო, რომელიც ამ ქვეყანას 1928 წელს ეწვია.