საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ანკარაში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ანკარაში გუშინ მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა.