ცნობილ ქართველ მეცნიერს, მთარგმნელსა და მწერალს ბაჩანა ბრეგვაძე დღეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
ბაჩანა ბრეგვაძის გამოსვენების ცერემონია სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან 14:00 საათზე გაიმართება.
სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.
სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.