ირანი საქართველოში სავარაუდოდ, 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს მოახდენს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორის ალირეზა კამელის განცხადებით, თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კბმ ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მისივე თქმით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორი დაინტერესეულია ირანული გაზის შეძენით. "მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც საქართველოში გაზის ექსპორტი განხორციელდება", - განუცხადა კამელიმ ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრ ბიან ზანგენესა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.
კამელის თქმით, პირველი კონტრაქტი შვიდი თვეზე გაფორმდება და მომავალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. "თუმცა საქართველომ სომხეთიდან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს. თუ შეთანხმება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული იქნება, მომავალში საქართველოში გაზის მიწოდების საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტებსაც გავაფორმებთ", - დასძინა კამელიმ.