ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ხვალ, თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოფისიდან აცნობეს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და პროკურორის ოფისის სახელით ისაუბრებს იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ფაქისო მოჩოჩოკო.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებას ამჟამად აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი.
პრესკონფერენცია ხვალ, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.