თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "Hürriyet Daily New" იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებელთან მოხდა. აფეთქების მიზეზი უცნობია.
გამოცემის ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
თებერვლის დასაწყისში აფეთქება სტამბულშიც მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.