პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია ხვალ გასვლით სხდომას გამართავს.
საკითხი, რასაც კომისიის წევრები განიხილავენ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) არსებულ მდგომარეობას ეხება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა ხვალ, 15:00 საათზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართება.