უძილაური ციხისძირში ვიზიტის შესახებ:  ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთი კარვებით

უძილაური ციხისძირში ვიზიტის შესახებ: ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთი კარვებით

ციხისძირის ტერიტორიიდან გადარგული 3 ძირი ხე რამდენჯერმე გახდა დაპირისპირების მიზეზი.

 როგორც, "ქართული ოცნების" სოციალური მედიის კოორდინატორი გიორგი უძილაური აცხადებს, იგი იმყოფებოდა ციხისძირში, სადაც მას არა „პარტიზანი მებაღეების“ საპროტესტო აქცია არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კარვები დახვდა. 

„ადრე იყო გაცხადებული, რომ ხეების მოჭრას „პარტიზანი მებაღეები“  აპოტესტებდნენ. მაგრამ როდესამე იქ მივედი, პარტიზანი მებაღეები ვერ ვნახე, სამაგიეროდ,  ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთი კარვებით. „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი უცნაურია მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ამ ტერიტორიის  1 ლარად გაყიდვის ფაქტი. ამხელა ტერიტორია არის გაყიდული და არავინ იცოდა, ვის ეკუთვნოდა იგი. როდესაც ივანიშვილს უნდა  მოეგვარებინა ხეების გადატანის საკითხი,  აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის  პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას.  „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამ თემის მაქსიმალურად წამოწევით გადაფაროს  1 ლარად შესყიდული  ტერიტორია“. - განაცხადა გიორგი უძილაურმა