იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლეები, რომლებმაც ამ თანამდებობაზე 10-წელი იმუშავეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, მოსამართლეთა ეს ნაწილი გაივლის კონკურსს, იმ პრინციპებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რაც კანონში ჩაიწერება და ამის შემდეგ უვადოდ დაინიშნებიან.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მართლმსაჯულების სისტემის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო პროექტს იხილავს. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დეპუტატებს, პირველი მოსმენით, ბარამიძე აცნობს.