იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მოსამართლეობაზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მოსამართლეობაზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მოსამართლეობაზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში აისახება. "ასეთი ინტერესთა კონფლიქტი უნდა გამოირიცხოს. ამასთან დაკავშირებით ახლო წარსულში გარკვეულ მოვლენასთან გვქონდა საქმე. პროექტს დავამატებთ ისეთი სიტუაციის შესახებ, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თავად არის კონკურსანტი, იგი არა თუ საკუთარ თავს არ შეიძლება უყრიდეს კენჭს, არამედ საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს განხილვაში, მათ შორის კონკურენტებთან დაკავშირებით – არც გასაუბრებაში, არც კენჭისყრაში, არც კითხვებში და არანაირად. მისი მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მართლმსაჯულების სისტემის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო პროექტს იხილავს. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დეპუტატებს, პირველი მოსმენით, ბარამიძე აცნობს.