დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე დავით ბერძენიშვილს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უწუნებს. როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბერძენიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არასწორი გამონათქვამები გააკეთა, ხოლო რაც შეეხება მის თანაგუნდელ გოგო თოფაძეს, ის არ ემიჯნება თოფაძეს რადგან ისინი მეგობრები არიან.
"გოგის საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უსაუბრია და არაფერი უთქვამს. რაც შეეხება დანარჩენ სიტუაციაში, მე არავის არაფერში ვემიჯნები, გოგი ჩემი მეგობარია. ხოლო რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის განცხადებას, ეს არის არასწორი გამონათქვამი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები", -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა და მმართველი კოალიციისგან საპასუხო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.
შესაბამისი განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ბერძენიშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი.