დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს

დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს

ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს პრემიერის ინიციატივები.

როგორც ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განაცხადა,  ინვესტორთა საბჭო არის რეალურად პლატფორმა კომუნიკაციისა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა დღეს არ არსებობს.

 „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო , ძალიან დადებითად ვაფასებ თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ის წინადადება, რომელიც დაყენებული ჰქონდა ბიზნესებს განსახილველად, თითქმის ყველა წინადადებაზე დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოხმაურება კანონპროექტების სახით, რომელიც შეტანილია სახელმწიფოს მიერ პარლამენტში რატიფიკაციისათვის. მე კმაყოფილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ამ შეხვედრის შედეგად ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მონაწილეობს ბიზნესი. ჩვენ ბიზნესის დაკვეთას ვასრულებთ, ანუ საბჭო არის რეალურად პლატფორმა კომუნიკაციისა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის პრობლემა დღეს არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრი თვითონ ბიზნესიდან არის წამოსული. ამდენი წელი ბანკს ხელმძღვანელობდა, ძალიან კარგად ესმის თუ რა ტკივა და რა სჭირდება ბიზნესს“.- განაცხადა მარიამ მეღვინეთუხუცესმა

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას – მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.