საქართველო-აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს

საქართველო-აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს

საქართველო-აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, სარა უილიამსონმა საგადასახადო რეფორმის კუთხით პრემიერის ინიციატივა დადებითად შეაფასა და განაცხადა,  რომ ინვესტიციების მოსაზიდად ესტონურ მოდელზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

სარა უილიამსონის თქმით, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო. ღიად ვისაუბრეთ გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე. პრემიერმა ესტონური მოდელის შემოღების შესახებაც გვაცნობა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ინვესტიციების მოსაზიდად ესტონურ მოდელზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტიციები კი საჭიროა იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და იმპლემენტაციის მიმართულებით ერთად ვიმუშაოთ“. - განაცხადა სარა უილიამსონმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას – მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.