ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება

ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება

ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს.

მათი ცნობით, ზიკას ვირუსთან ბრძოლის გეგმა, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერებას, მწერებთან ბრძოლას და ვაქცინის მუშაობაზე დასრულებას. ამას გარდა, კვლევამ უნდა დაადგინოს თუ რამდენი ხანი რჩება ზიკას ვირუსი ორგანიზმში.

აღსანიშნავია, რომ ზიკას ვირუსის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასულ თვეს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსი ზიკა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს. ზიკას ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან. ბრაზილიაში მიკროცეფალიით დაბადებულთა რიცხვმა 462-ს მიაღწია.