დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის პრობლემებით ნაკლებადაა დაინტერესებული.
როგორც დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიციას მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებს.
,,ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ცრუ "ნაცების" ინტერესებს, ჩვენი ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ორიენტაციაში ცვლილებები თქვენსკენ მოიკითხეთ. წინა კვირა ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ისინი თავის ნებაზე უნდა მიუშვა. კომიტეტის სხდომაზე მოვარდნენ და ხეების მოჭრის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვეს, თუმცა მათ ჩვენი ფლორა და ფაუნა არ აინტერესებთ. ის რაც კარგია "ნაციონალებისთვის", სახელმწიფოსთვის ცუდია და ესაა აქსიომა. მათ აწუხებთ, ვაითუ ეს ქვეყანა მათ გარეშე აშენდეს. ოღონდ მათ ჰქონდეთ ძალაუფლება, მეტი არაფერი არ აწუხებთ. საკუთარ დედას არ დაინდობენ, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ამ უსამშობლო ძალას მოსახლეობამ უნდა უთხრას - არა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.