იულია ტიმოშენკოს საპარლამენტო ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა

იულია ტიმოშენკოს საპარლამენტო ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინას" საპარლამენტო ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა.

ამის მიზეზი უკრაინული მედიის ცნობით, არსენი იაცენიუკის პრემიერის პოსტზე დატოვება გახდა.

როგორც იულია ტიმოშენკომ დღეს დილით გამართულ ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა, გუშინ რადაში კენჭისყრის დროს "განსაცვიფრებელი მოვლენები მოხდა, რა დროსაც ყველა საიდუმლო ნათელი გახდა". მისივე თქმით, რადაში გუშინ კენჭისყრის დროს ნათელი გახდა, რომ ფაქტობრივად არანაირი კოალიცია სინამდვილეში არ არსებობს.

"ფრაქცია "ბატკივშინამ" დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო გასულიყო კოალიციიდან", - აღნიშნა ტიმოშენკომ. მან ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე ინიციატივას მხოლოდ 194-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.