პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია.
მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს.