კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. მინისტრის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზდენტმა ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის კონტექსტში ისაუბრა, კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში მათი გაუქმებაც დადგეს.
"მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
კახიშვილის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.