მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა იმართება. საერთაშირისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ალექსი ალექსიშვილმა სხდომის დაწყებამდე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელსაც დღეს საბჭო განიხილავს.
მისი თქმით, ყურადღება საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას და სხვა დამატებით ინიციატივებს დაეთმობა.
„ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა, მთავრობის ინიციატივები იხილებოდეს ბიზნეს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზავიებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში და საინვესტიოციო პროექტების განხორციელებაშიც არიან ჩართულნი. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა როგორც საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას, ასევე სხვა დამატებით ინიციატივებს. ბიზნესში მოღვაწე ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც მცირე და მიკრო ბიზნესს წარმოადგენს, პრემიერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ალექსი ალექსიშვილმა.