დასავლეთის ქვეყნები საბოლოო ჯამში ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აღიარებენ. ამის შესახებ "კომერსანტთან" ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა.
"დასავლეთს ამის აღიარება ახლა არ უნდა, ამისთვის ცოტა დრო სჭირდება. ფაქტია რომ ეს მოხდა, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ეს უკრაინის ნებისმიერი მთავრობისთვის, რეალობა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის", - აღნიშნა აზაროვმა, რომელიც უკრაინაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავსტრიაში გაიქცა.
მისივე თქმით, ყირიმში ჩატარდა რეფერენდუმი და "ყირიმის მოსახლეობამ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში ცხოვრება არ მოინდომა". ამასთან, უკრაინის ექსპრემიერმა განაცხადა, რომ მოსკოვს და კიევს ადრე თუ გვიან მოუწევს საზღვრების დემარკაციაზე შეთანხმება. "ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. წლების განმალობაში მე ყირიმის განვითარებაში ვმონაწილეობდი და ახლა როდესაც მესმის, რომ თურმე უკრაინის ყოფილმა მთავრობამ ამისთვის არაფერი გააკეთა - ეს ასე არ არის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ყირიმისთვის რც შეგვეძლო", - აღნიშნა აზაროვმა.
ყირიმი რუსეთმა 2014 წელს ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შედეგად მიიერთა.