ბელორუსში მკვლელობაში კიდევ ერთ ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ეუობსერვერ-ი იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა ბელორუსის მთავრობას სანქციების უმრავლესობა მოუხსნა და განაცხადა, რომ ბელორუსში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება გაუმჯობესდა.
წელს ბელორუსში სიკვიდილით დასჯის ეს მეორე შემთხვევა იქნება. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილება მინსკის რეგიონულმა სასამართლომ 5 იანვარს მიიღო. მსგავსი ვერდიქტი მკვლელობაში ბრალდებულ ჰენანზ იაკავიცკის გამოუტანეს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბელორუსში 1998 წლიდან 2010 წლამდე სულ 100-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. აღნიშნული სასჯელით ძირითადად მკვლელობაში ბრალდებულებს სჯიან.