გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გარკვეული სამინისტროების გაუქმებასთან დაკავშირებით, ახალი არაფერი უთქვამს.
როგორც გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ რომელი სამინისტრო უდა გაუქმდეს და რომელი არა, ეს საერთო მსჯელობის საგანი იქნება.
"პრემიერმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს მთავრობის ოპტიმიზირება, სადაც ასეთი რამეც იგულისხმება. მაგრამ კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს და რომელი - არა, ეს საერთო მსჯელობის შედეგი იქნება და ამაზე მეტი ანალიზი გაკეთდება. ასე, რომ ქადაგიძის ამ განცხადებაში მე ვერც ორიგინალურს ვხედავ ვერაფერს და ვერც ახალს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს.