გაერო სირიის ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

გაერო სირიის ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

გაერო სირიის იმ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის, რომლებიც ამ დრომდე ალყაშია მოქცეული. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება გაერო-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც მსოფლიო ლიდერები გასულ კვირას სირიაში სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმდნენ.

როგორც სირიაში გაერო-ს წარმომადგენელმა, სტეფან დე მისტურამ განაცხადა, დახმარებას მიიღებს ქალაქ მადაიას მოსახლეობაც, რომელიც შიმშილით იხოცება.

აღსანიშნავია, რომ სირიის რამდენიმე ქალაქთან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ უკვე წელიწადზე მეტია, რის გამოც ალყაშემორტყმულ ქალაქებში დარჩენილი მოსახლეობა წყლის და საკვების დეფიციტს განიცდის.