უკრაინის ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის გუბერნატორს კორუფციაში ედებოდა ბრალი. აღნიშნული ბრალდებებით გასული წლის დეკემბერში "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი, დიმიტრი გოლუბოვი გამოვიდა. მან სააკაშვილს და მის გუნდს იმ ფონდიდან ფულის გაფლანგვაში დასდო ბრალი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე სამხედროების რეაბილიტაციის მიზნით შეიქმნა.
თუმცა, როფორც ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა არტიომ სიტნიკმა განაცხადა, როდესაც დეპუტატი დასაკითხად დაიბარეს, მან უარი განაცხადა სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამიტომაც გამოძიება შეწყდა.