საქართველო-ირანს შორის ფრენაზე ნებართვა ერთ ქართულ და ორ ირანულ ავიაკომპანიაზეა გაცემული. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასულ კვირას "ჯორჯიან ეარვეიზზე" მრვალჯერადი, არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვა გაიცა თეირანის მიმართულებით, რაც შეეხება ირანულ ავიაკომპანიებს, დღესდღეობით ორ ირანულ ავიაკომპანიაზეა რეგულარული ფრენის ნებართვა გაცემული.
"ერთია Qeshm Airlines; ის კვირაში ორი სიხშირით, მარტის შუა რიცხვებიდან გეგმავს რეისების დაწყებას. მეორე ATA Airlines, რომელიც ასევე კვირაში ორი სიხშირით, თებერვლის ბოლოდან გეგმავს განაახლოს ფრენა თეირანიდან თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.