შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ცალკეული უწყების გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე გიორგი ქადაგიძე ვარაუდობს.
"მე არ ვარ ფინანსისტი და ამიტომ მისი განცხადებების ანალიზი გამიჭირდება. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას თუ გაზრდას, ეს არის კომპლექსური საკითხი. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, დაიზოგება ერთი მილიონი და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული", - განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა.