"არც სვანეთი და არც რაჭა არ დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე"

ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვემო სვანეთი და რაჭა ერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქად და მათ  ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ან სვანეთი ან რაჭა დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. თუ მაჟორიტარი იქნება შერჩეული რაჭიდან, მაშინ სვანეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ახალქალაქისა და ნინოწმინდის შემთხვევაშიც. თუ საერთო მაჟორიტარი ახალქალაქიდან იქნება, მაშინ ნინოწმინდის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში

აღნიშნული განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ არგუმენტების დროში გააკეთა