უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, სოფელ ციხისძირში ნარგავების მიმდებარედ არსებული მიწა ოფშორულ კომპანიას 1 ლარად ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.
ამის დამადასტურებელ საჯარო რეესტრის ამონაწერს ბაკურიძე ხვალ ბათუმში, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე წარადგენს.
ბაკურიძე, ბრიფინგის შემდეგ, ერას მოედანზე იპოთეკარებს შეხვდება და მათთან ერთად გადაინაცვლებს ბათუმის ბულვარში მდებარე ყოფილი ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობასთან, სადაც 14:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმათება. აქციაზე, თავის მხირვ, გააპროტესტებენ ციხისძირში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს.