დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა

დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა.

"მე კვლავ მჯერა, რომ ბატონი ტრამპი არ იქნება პრეზიდენტი. ეს იმიტომ რომ მე ამერიკელ ხალხს ვენდობი. ისინი აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა. ეს არ არის თოქშოუს ან "რეალითი შოუს" წაყვანა. ეს არ არის მარკეტინგი, ეს რთული საქმეა", - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია. ის ბარაქ ობამას განცხადებას უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის კომპლიმენტია კრიტიკა იმ პრეზიდენტის მხრიდან, "რომელმაც ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა".

საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტებს ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში წარმოადგენენ.