საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. საქმე ეხება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს.
ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის პროკურატურაში განაცხადეს. ადგილობრივი კანონმდებლობით ეს იმას ნიშნავს, რომ სარკოზი ეჭვმიტანილია. თუმცა, ოფიციალურად ბრალი მისთვის ჯერ არ წაუყენებიათ. 61 წლის სარკოზის გუშინ მთელი დღის განმავლობაში მაგისტრატთა სასამართლო კითხავდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ იგი გამოძიების ინტერესი გახდა.
სამი წლის წინ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზიმ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმაზე მეტი რაოდენობის თანხა გამოიყენა, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ჯარიმა იმ პარტიას უნდა გადაეხადა, რომელმაც მაშინ სარკოზი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ახლანდელი საქმე კი ეხება იმას, რომ ჯარიმა არა პარტიას, არამედ საკოზის უნდა გადაეხადა.
როგორც სარკოზი ამ დრომდე აცხადებს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და არ იყო ინფორმირებული დეტალურად კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით.
ნიკოლა სარკოზი "საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის" ხელმძღვანელია. იგი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-დან 2012 წლამდე იკავებდა.