უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე ინიციატივას მხოლოდ 194 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გუშინ რადამ მთავრობის გასული წლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში მოისმინა. როგორც სააგენტო "ცენზორი" წერს, უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. შესაბამის დადგენილებას 247-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ვიქტორ შოკინმა პოსტი უკვე დატოვა.