ტელეკომპანია "იბერიის" საქმეში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გარკვეული დოზით ფიგურირებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ "იბერიის" ეთერში განაცხადა.
"კონკრეტული მტკიცებულებების დონეზე ვერ მოგახსენებთ და უფლება არ მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ იყო შეხვედრები, მათ შორის პატარკაციშვილის მონაწილეობით. ბიზნეს ინტერესების გატარება ხდებოდა იმ პერიოდში და ცნობილი ფაქტია, როდის და როგორ მოხდა "იბერიის" ლიცენზიის დაბრუნება. გარკვეული დოზით ამ საქმეში პატარკაციშვილების სახელი არის", - განაცხადა ნადარეიშვილმა.