94 წლის ასაკში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება კოლეგებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვენესუელელმა დიპლომატმა რაფაელ რამირესმა მიაწოდა, რის შემდეგაც გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ბუტროს ბუტროს გალი აღნიშნულ თანამდებობას 1992-1996 წლებში იკავებდა. მას უკავშირდება გაეროს სამდივნოს რეფორმირება და მშვიდობის მხარდასაჭერი პრევენციული ოპერაციების კონცეფციის შემუშავება. ის ერთადერთი გენერალური მდივანია, რომელმაც ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ვადით იმუშავა.