უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა, რომელსაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა, თანამდებობა დატოვა.
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატი პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემი წერს. მისი თქმით, განცხადება შოკინმა ჯერ კიდევ დილით დაწერა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას გენერალურ პროკურატურაშიც დაადასტურეს.
დღეს პეტრო პოროშენკომ გენერალურ პროკურორსა და პრემიერმინისტრს თანამდებობეის დატოვებისკენ მოუწოდა.