„სკანდალური დოკუმენტი – რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხისძირის ხეებთან“, – ამ სათაურით გაზეთი “ახალი თაობა“ ციხისძირის მოვლენების თემაზე ჟურნალისტურ კვლევას აქვეყნებს.
„პარტიზანი მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ ეს სტატია და ციხისძირში არსებულ სიტუაცია ნაგავში ქექვას შეადარა.
„არ მაინტერესებს სიმართლე, რომ გითხრათ. რაც უნდათ ის გააკეთონ. მე ვაგროვებ ახლა დოკუმენტაციას რამდენი დარღვევები არის ბოტანიკურად, ბიოლოგიურად. მე ნაგავში ქექვის სურვილი აღარ მაქვს ისედაც ზედმეტს ვაკეთებ რაც შემიძლია“. - განაცხადა ნატა ფერაძემ