რეფინანსირებული სესხების გაცემით საბანკო სექტორს უბრუნდებოდა ის რესურსი, რომელიც სახაზინო ვალდებულების სახით იყო ამოღებული.

რეფინანსირებული სესხების გაცემით საბანკო სექტორს უბრუნდებოდა ის რესურსი, რომელიც სახაზინო ვალდებულების სახით იყო ამოღებული.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს  ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთა.

დასმულ კითხვაზე თუ, როგორ შეაფასებდა იგი ეროვნული ბანკის ორ წლიან მუშაობას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მცურავი კურსის შენარჩუნება  დადებითი ქვეყნისთვის.

„ეს კომპლექსური საკითხია ძირითადად ჩვენ გვქონდა მცურავი კურსი, ეს არის ძალიან დადებითი. რაც შეეხება თვითონ ინტერვენციების პოლიტიკას მე ამასთან დაკავშრებით მქონდა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები. თუმცა ის რომ რეფინანსირების სესხები გაიცემოდა და გარკვეულ წილად საბანკო სექტორს უბრუნდებოდა ის რესურსი, რომელიც სახაზინო ვალდებულების სახით იყო ამოღებული საბანკო სისტემიდან, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ“. - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.