პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს ლარის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებასთნ დაკავშირებით, ეყრდნობოდა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო რეფორმასთან.
„ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებასთნ დაკავშირებით, ეყრდნობოდა რამოდენიმე ფაქტორს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და სარეფორმო პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ვინაიდან დაახლოებით 350 დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა. ამ კუთხით ლარზე ზეწოლა შემცირდება. გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნეობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგავთ ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გაწერილი ეს იქნება ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და დამატებითი რეისები“. -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა