პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს მედიასთან ის საკითხები შეაჯამა რაზეს საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შემდეგი შეხვედრა იქნება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ისინი არ იქნებიან ცნობადი სახეები, პრემიერი შეხვდება მხოლოდ, მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს.
„დღეს შედგა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენელ პირებთან. შემდეგი შეხვედრას ვგეგმავთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ისინი არ იქნებიან ცნობადი სახეები, შევხვდებით მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს საინტერესო შეხვედრა გამოვიდა იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხი რომელზეც ვისაუბრეთ იყო აქტუალური, მათ შორის განიხილებოდა ტექნიკური ხასიათის საკითხებიც რაც ძალიან კარგია. დადებითად შეფასდა საგადასახადი რეფორმა, რომელიც უკვე მთავრობამ დამტკიცა. მინდა გამოვკვეთო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. ეს არის საქმეების განხილვის ვადები, რასაც, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ამ კუთხით გვექნება საუბარი იუსტიციის სამინისტროსთან და თვითონ სასამართლოსთანაც. ეს საკითხი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას“. - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა