პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს გაუფორმებელი მიწების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც კვირიკაშილმა აღნიშნა, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ მიწის ჩამორთმევა, რომელიც კანონიერად ეკუთვნის მეპატრონეს.
„არავის უფლებებს არ დავარღვევთ ეს საკითხი არასწორად იყო გაგებული. მეტი კომუნიკაცია გვექნება. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ მიწის ჩამორთმევა, რომელიც კანონიერად ეკუთვნის მეპატრონეს“. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა