პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა

პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ, არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტო "ლიგა" წერს, რომ პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინის მთავრობამ ბევრი შეცდომა ჩაიდინა.

"ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი რეფორმები. ხალხი მეტს ითხოვს. ნათელია, რომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ცვლილებების ტემპით უკმაყოფილოა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის უმაღლესი რადის დათხოვნის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.