კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, არ შეიძლება ბიზნესმა არ გადახედოს თავის განვითარების გეგმებს, როდესაც სახეზე ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაციაა.
როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. თუმცა, მისივე თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარება ლარის კურსზე მეტ-ნაკლებად ახდენს ზეგავლენას.
„ლარის დევალვაციის გამო, ბიზნესში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ ბიზნესი კეთდება ოპტიმიზმით, ამიტომ, ჩვენ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.