„ვფიქრობთ, წელს ლარი საკმაოდ სტაბილური იქნება“

„ვფიქრობთ, წელს ლარი საკმაოდ სტაბილური იქნება“

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს.

როგორც ბუცხრიკიძემ სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, წლის პირველი კვარტალი - საუბარია იანვარ-თებერვალზე, ყოველთვის უფრო რთულია.

„ეს სეზონიც უკვე დასასრულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.