გიორგი კვირიკაშვილი:  ახალი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებას 2017 წელს დაიწყებს

გიორგი კვირიკაშვილი: ახალი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებას 2017 წელს დაიწყებს

ახალი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებას 2017 წელს დაიწყებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საპენსიო სისტემის მოდელი მზად არის და ახლა საკანონმდებლო პაკეტზე მიმდინარეობს მუშაობა.

"გარდა ამისა, პარალელურად განხორციელდება კაპიტალის ბაზრის რეფორმა და ეს ორი ფუნდამენტური რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.