თვითმხილველების ინფორმაციით, დიღომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

თვითმხილველების ინფორმაციით, დიღომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

თვითმხილველების ინფორმაციით, დიღომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია ბენზინგასამართი სადგურის მფლობელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი პოლიციამ მალევე დააკავა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მაღაზიაში მუშაობს.

როგორც მან აღნიშნა, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებთან  5 პირი იმყოფებოდა, რომლებმაც გასროლა განახორციელეს და გაიქცნენ.

"პოლიციამ იყოჩაღა და ერთ-ერთი მალევე დააკავა. დანარჩენები სავარაუდოდ მიიმალნენ", - განაცხადა თვითმხილველმა რომან ცხვირალაშვილმა რომელიც ამბობს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელები, რომელთაგან ერთ-ერთი მოკლეს და ერთ-ერთი დაჭრეს, ნათესავები არიან.

მისი თქმით, გასროლის ხმაზე პოლიცია ადგილზე მივიდა და იმ პირებს დაედევნა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებს ესროლა.