დიღომში, მკვლელობის ადგილზე პროკურორი რეზო ნადოი მივიდა

დიღომში, მკვლელობის ადგილზე პროკურორი რეზო ნადოი მივიდა

დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობის ადგილზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი რეზო ნადოი იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რეზო ნადოიმ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგური, სადაც მკვლელობა მოხდა, ძმების საკუთრებაა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეს ზედამხედველობას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა უწევს.