პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო გარემოს პრომოციის მიზნით დაგეგმილ ვიზიტებში პირადად ჩაერთვება, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
,,მთავრობა, კონკრეტულად მე ვგეგმავ, რომ პირადად ჩავერთო ვიზიტებში იმისთვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, არამედ კონკრეტული პროექტების პრომოცია, რათა ინვესტორები მოვიზიდოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში ბიზნესმენებს მაქსიმალური ჩართულობისკენაც მოუწოდა.