დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.