საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ავსტრიას თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადით მიმართონ

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ავსტრიას თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადით მიმართონ

თუ ავსტრიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა ამ ქვეყანას თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადით მიმართონ. აღნიშნული განმარტება ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მაგალითად, 2014 წელს დაკმაყოფილდა შემდეგი რაოდენობის განაცხადი სახელმწიფოებიდან, რომლებიც შეიყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში:

ალბანეთიდან დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 7,8%, ბოსნია და ჰერცოგოვინადან - 4,6%, მაკედონიიდან- 0,9%, კოსოვოდან - 6,3%, მონტენეგროდან- 3%, სერბეთიდან - 1,8%, თურქეთიდან კი- 1%.

ევროკავშირის კანონმდებლობით, უსაფრთხო სიაში ქვეყნის შეყვანა განაცხადის ავტომატურ უარყოფას არ გულისხმობს. თითოეული განაცხადის განხილვა ინდივიდუალური გზით მოხდება, აპლიკანტს კი უფლება ექნება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.